ხობის (ხეთის) საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში „მაჩხომერის“ და „ჯეგეთას“ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა მოეწყო. მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს გიდობას ისტორიკოსი და არქეოლოგიური გათხრების მონაწილე, გოგიტა ჩიტაია უწევდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე მოულოდნელმა ხელმოწერამ გაღიზიანება გამოიწვია ოპოზიციურ პარტიაში, რომლის პოლიტსაბჭოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ვაშაძე „როგორც პოლიტიკოსი, ფაქტობრივად აღარ არსებობს“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშოროსო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. შარლ მიშელი ვიზიტს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყებს, რის შემდეგაც ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, ვინ უნდა იყვნენ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს. ამასთან, იგი ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი II ასეულის ფიცის მიღების ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისში” გაიმართა.
„ამ ეტაპზე, მე აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს - ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას“, -ამის შესახებ სალომე სამადაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და განმარტვას, თუ რატომ მოაწერა ხელი ინდივიდუალურად შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტს.
დღეიდან, ლიბერთის მომხმარებლები - კერძოდ სოციალური ბარათის მფლობელები და პედაგოგები, ევექსი კლინიკების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას განსაკუთრებული ფასდაკლებით მიიღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.