საქართველოს გენერალური პროკურატურა „ტვ პირველთან“ დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, „სიცრუეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული „ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“.

სრულად...

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „ტვ პირველიდან“ აუდიოჩანაწერების ამოღების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ ტელევიზიაში ძალადობრივი შეჭრის გეგმა არ არსებობს და შესაძლოა, ეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ის თემა იყოს, რის შესახებაც წინასწარი ინფორმაცია არსებობდა და რასაც ოპოზიცია მოლაპარაკების ჩასაშლელად გამოიყენებს.

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას უფლება ეძლევა, „ტვ პირველიდან“ მასალები ამოიღოს.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალ სასწავლო ცენტრში, ინგლისური ენის სწავლების მესამე ეტაპი დაიწყო. სწავლება განსაზღვრულია ნებისმიერი ასაკის და სპეციალობის მსურველთათვის.

სრულად...

საქართველო შაბათიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს ეტაპობრივად მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეაფასა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დიდად აფასებს ევროპული საბჭოს პრეზიდნეტის, შარლ მიშელის ჩართულობას საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცასთან საერთო ენა გამოინახება და ქვეყანა „ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას“ დაუბრუნდება.

სრულად...

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი