საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0649 პუნქტით გაუფასურდა.
რატომ არის თურქული ლირის კრიზისი მნიშვნელოვანი თურქეთის საზღვრებს გარეთაც – ასეთი სათაურით სტატიას ამერიკული გამოცემა The New York Times-ი აქვეყნებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი პოლიტიკა და უნარი იმისა, რომ ხალხი დაიცვან ფულის გაუფასურებისგან. გოცირიძე ლარის გაუფასურების რეალურ მიზეზად მთავრობის და ეროვნული ბანკის არასწორ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ასახელებს.
„ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება ძირითადად თურქული ლირის რეკორდულმა გაუფასურებამ გამოიწვია“, აცხადებს PMCG-ის ეკონომისტი მიხეილ კუკავა.
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ლარის კურსის ცვლილებას დროებითს უწოდებს და გარე ფაქტორებით ხსნის.
„ის რაც დღეს ხდება, ლარის კურსზე გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედების შედეგია. აქ ძირითადად იგულისმება თურქეთში და რუსეთში მიმდინარე პროცესები - ლირისა და რუბლის გაუფასურება. ეს პირდაპირ ბმაშია ქართულ ეკონომიასთან“ - აცხადებს კომერციული ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და იმპორტის დინამიკის ფონზე, აგვისტო-სექტემბერში ლარზე დაწოლა მოიხსნება, - აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის, Galt & Taggart-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, სადაც საუბარია თურქეთში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პროგნოზზე.
„ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა. საგანგაშო არაფერი ხდება“ - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0355 პუნქტით გაუფასურდა.
ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება - ასეთ პროგნოზს აკეთებს ეკონომიკის ექსპერტი, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამფუძნებელი ბექარ ოიკაშვილი ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.