„ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა არის შეუქცევადი, საკმაოდ რთული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა - სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, მუნიციპალიტეტების და რაც მთავარია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იყოს მაღალი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა კონფერენციაზე „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტის ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში იმართება.
ჩვენ შევასრულეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელსაც ჩვენი მეწარმეები ელოდნენ და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მასშტაბით მართლაც უნიკალური საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის უკვე ძალაშია, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი, უნიკალური საგადასახადო რეჟიმის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც მცირე მეწარმეებს ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შეუმცირდებათ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0047 პუნქტით გამყარდა.
„ზოგადად, მაისის თვეში ეკონომიკური აქტივობა იზრდება, თუმცა, ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომლის მაჩვენებლებიც „საქსტატმა“ დღეს გამოაქვეყნა, როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა“, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძის პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა მთლიანობაში გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე შარშან. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში გარკვეული ოპტიმიზმის საფუძვველს იძლევა.
საქართველოს პარლამენტის წევრი ილია წულაია ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს და საგადასახადო დავალიანებების შესახებ პრემიერის ინიციატივას აფასებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0019 პუნქტით გამყარდა.
საქართველო ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც სავალუტო ფონდს აქვს. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც მაისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7,5 პროცენტს მიაღწია, განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.