უმსხვილესი იაპონური ავტომწარმოებელი კორპორაცია „Denso”, რომელიც ევროპაში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, საქართველოს შესაძლებლობებს შეისწავლის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და კორპორაცია „Denso”-ს აღმასრულებელი დირექტორის, მასატო ნაკაგავას შეხვედრაზე აღინიშნა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 იანვარი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0139 პუნქტით გაუფასურდა.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ მინისტრი კომპანია „Ginkgo Bioworks”-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯეისონ კელის შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი თურქული კომპანია „Limak”-ის თავმჯდომარეს, ებრუ ოზდემირს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კომპანია “Libra Group”-ის (The Libra Group) თანამფლობელს, ნიკოლას ლოგოტეტისს შეხვდა და მას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) რეგიონალური სტრატეგიების ცენტრის ხელმძღვანელს, ფილიპ როსლერს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.
კლიმატური ცვლილებები და ენერგოუსაფრთოების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ქარის ტურბინების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის “Vestas Wind Systems”-ის (Vestas) აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდერს რუნევადმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
როგორ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული საკითხები დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - “The Silk Road Effect” განიხილეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 იანვარი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0081 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.