ეროვნულმა ბანკმა (4 ოქტომბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0064 პუნქტით გაუფასურდა.
„დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ეყრება საფუძველი - საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აფუძნებს ტურიზმის განვითარების ფონდს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (3 ოქტომბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0020 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პარლამენტს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე გადაეგზავნა.
„დღეს გაფორმებული ხელშეკრულებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე აქვს - ინვესტორი იღებს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის, ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები“,,-განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
ანაკლიაში, მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (30 სექტემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.
თბილისში, გლდანის ახალ სავაჭრო ცენტრში 1 200 ადამიანი დასაქმდება. სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად, პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო მონაწილეობა.
„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა და ჩვენ მზად ვართ უახლოეს დროში ამ შეთანხმების ხელმოწერისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.