ეროვნულმა ბანკმა დღეს (29 სექტემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0011 პუნქტით გაუფასურდა.
სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება. ინვესტორი ქართულ-ირანული კომპანია GEOPARS-ია, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სუფსაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა.
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი საწარმოს შექმნას ეყრება საფუძველი. სახელმწიფო 2990 კვ.მ. მიწის ნაკვეთს გადასცემს კომპანიას, რომელიც ქვემო ფონიჭალაში ააშენებს პლასტმასისა მწარმოებელ საწარმოს.
ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება, - საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულებას, მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც, დოკუმენტს ხელი მოეწერება.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაფორმებელი მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც საქართველოში ძალიან მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოქვეყნებული 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევაში საქართველოს პოზიციის 7 ერთეულით გაუმჯობესებას მიესალმება.
Golden Tulip-ის მენეჯმენტით, საქართველოში კიდევ 5 სასტუმრო გაიხსნება, მათ შორის, თბილისში, თელავში, წყალტუბოსა და ბორჯომში.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (28 სექტემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0010 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. მემილიონე მომხმარებელი აჭარის რეგიონში მცხოვრები მამუკა მახარაძის ოჯახი აღმოჩნდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი „ეროვნული ბანკის“ მხრიდან ლარის კურსის შესანარჩუნებლად განხორციელებული 40 000 000 დოლარის ინტერვენციის საკითხს გამეხმაურა და თქვა, რომ პატივს სცემს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი იღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.