ეროვნულმა ბანკმა დღეს (30 ივნისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0223 პუნქტით გამყარდა.
„ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ რყევები არ იყოს უეცარი და რაც შეიძლება შევინარჩუნოთ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
2016 წლის 5 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,9% შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის მაისის ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, ვალუტის კურსის მოლოდინებზე არ ითამაშოს და მაშინ გადაახურდაოს როცა სჭირდება.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (29 ივნისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0286 პუნქტით გამყარდა.
„მაკროეკონომიკური კუთხით განსხვავებული არაფერი ხდება, რასაც შეიძლებოდა ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოეწვია“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (28 ივნისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0273 პუნქტით გაუფასურდა.
ქართველ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ პროდუქტი და მომსახურება ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ, - აცხადებს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, საქართველომ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან(EFTA) გააფორმა, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და ისლანდიას აერთიანებს.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (27 ივნისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0495 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.