წლის ბოლომდე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იქნას აცრილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ინდური შტამის ცირკულაცია 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობს.
ჩვენ დღეს კიდევ ვიმუშავებთ „იუნისეფთან“, რომ დაგვიზუსტონ, როდის იქნება მოწოდებული „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა და ამის მიხედვით დავგეგმავთ აცრებს. მაგრამ ალტერნატიული ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ პირველ დოზაზე ვინც ჩაწერილი იყო, შესაძლოა, მათ შევთავაზოთ - თუ ისინი დათანხმდებიან და სურთ - „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილი უხერხულობისთვის მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სადღეისოდ საქართველოში ოფიციალურად ინდური შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა მისი გავრცელება სავარაუდოდ, შესაძლოა 10-15 პროცენტი იყოს, შესაბამისად, სიფრთხილეა საჭირო.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა.
თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბრიტანული შტამი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, ხოლო ინდურ შტამზე ჯერ არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სადღეისოდ საქართველოში ეგრეთ წოდებული ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.
ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
კარგია, რომ ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად 5 000-მდე ადამიანი იტარებს ვაქცინაციას, მაგრამ სამიზნეს – მოსახლეობის 60%-ის აცრას წლის ბოლომდე რომ მივაღწიოთ, დღეში 20 000-25 000 ადამიანის აცრა მოგვიწევს, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და აღნიშნა, რომ ვაქცინების მოწოდების ტენდენციასთან დაკავშირებით იმედისმომცემი სურათია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.