„გიდასტურებთ, რომ ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ინდური ვარიანტი აჩვენებს, რომ ის 15-დან 50%-მდე უფო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი, დაახლოებით იმავე ფარგლებშია, რაშიც ბრიტანული შტამია და დღეს ჩვენთან დომინანტურია, – აცხადებს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას, კორონავირუსის ინდური შტამის შესახებ ისაუბრა და მისი განმასხვავებელი ნიშან-თვისებები განმარტა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.
ჩვენთან ამ ეტაპზე, თითქმის 90%-დან 100%-ის ფარგლებში ფიქსირდება ბრიტანული შტამი. დღეს ქვეყანაში დადასტურდა 5 ადამიანში, როგორც პისიარ-კვლევებით, ისე გენომის სექვენირებით ინდური შტამის არსებობა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგინდა, რომ ეს პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი ჯერჯერობით არ გამოვლენილა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. აცრა კალაძემ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია გაიმართა.
მხარეებმა ვაქცინების მიმდინარე შესყიდვების პროცესი, იმუნიზაციის პროგრამა და „სინოვაკით“ვაქცინაციის საკითხები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.