„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა გამოეხმაურა და თქვა, რომ ოპოზიცია შემდგომი მოქმედებების გეგმას მხარდამჭერებს თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან 3 საათზე გააცნობს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. დოკუმენტი პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სრულად...

სპეცრაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

სრულად...

სპეცზრამი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა. ამ წუთებში შენობიდან ხალხის გამოყვანა მიმდინარეობს. მათ შენობიდან უკვე გამოიყვანეს რამდენიმე ოპოზიციონერი, ასევე პარტიის თანამშრომელი.

სრულად...

ირაკლი ღარიბაშვილს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი 2012 წლის დემოკრატიულ გარდატეხაში. მიუხედავად უმძიმესი რეპრესიებისა, რომელიც უშუალოდ მის ოჯახსაც შეეხო, ირაკლი ღარიბაშვილმა მიატოვა ძალიან წარმატებული კარიერა კერძო სექტორში და 2012 წელს დადგა ქვეყნის სამსახურში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.

სრულად...

საქართველოს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრობის კანიდადტს, ირაკლი ღარიბაშვილს და მის მიერ წარდგენილ მთავრობის წევრობის კანდიდატებს ნდობა გამოუცხადა.

სრულად...

ნინოწმინდის მოსახლეობისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მათ დეტალურად გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის პროგრამა, რომელიც გერმანიაში, სოფლის მეურნეობის დარგში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმების საშუალებას იძლევა.

სრულად...

ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. ეს საკითხი არის დახურული და არ განიხილება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.

სრულად...

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა სამსახურების უფროსებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ მიუღებელია ხელისუფლებაში „მოღალატე სააკაშვილის“ დაბრუნება, რომელიც „ძალადობს თავისი გუნდის წევრებზე, ზოგს კომპრომატებით აშანტაჟებს, ზოგს ძალადობით, ზოგს ფულით იჭერს და ასე შემდეგ“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი