თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე 2021 წლის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უწყება დიდ ყურადღებას დაუთმობს თავდაცვის ძალების ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატურებით აღჭურვის პროცესს.
2021 წლის პრიორიტეტული მიმართულება საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელებაა - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.
„თავდაცვის ძალების მზადყოფნისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენი ჯარის მოდერნიზაციას ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის ფარგლებში, საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის ტრანსფორმაციასა და ჯარის მოდერნიზაციის გეგმებზე ისაუბრა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე სამთავრობო პროგრამის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს ნაწილი წარადგინა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჯარის მზადყოფნის მუდმივ ამაღლებას და ჩვენს სამხედროებზე ზრუნვის პოლიტიკას. გაგრძელდება ყველა მიმართულებით სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება თავდაცვის ძალებში“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის სამინისტროს ნაწილის წარდგენისას განცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ინიციატორის გადმოცემით, კვამლი ამოდიოდა შენობის სახურავიდან.
საქართველოს პარლამენტმა პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად მეორედ წარდგენილ ირაკლი ღარიბაშვილს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა პრემიერ მინისტრობისას მილიარდები გაატანა თავის ნათესავებს - თამაზაშვილს და ჯანყარიშვილს და თბილისის ცენტრში, უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსი - ჯანყარაშვილ-ღარიბაშვილ-თამაზაშვილის მრავალასეულმილიონიანი საკუთრებაა და მათ ასევე, უამრავი სხვა საკუთრება გააჩნიათ.
2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან, მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო და ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში, პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც შეკრებილი იყო მთელი ოპოზიციური სპექტრი, ხელისუფლების დაგეგმილი სპეცოპერაციის ჩატარება აუცილებლად გამოიწვევდა სისხლისღვრას და მსხვერპლს და იქ ერთი ადამიანიც რომ დაღუპულიყო, გიორგი გახარიას ციხეში ჩასვამდნენ. ამიტომ, ნათელაშვილის შეფასებით, გახარიამ ჭკუით აჯობა ივანიშვილს და გადადგომით, „გაასწრო“ მას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.