პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომ არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სასამართლოში, დემოკრატიული ქვეყნებში, ვერც ერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.
ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მისჯის საკითხზე კომენტირებისას „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მომავალ დაბადების დღეს ბიძინა ივანიშვილი „აუცილებლად ციხეში იქნება“.
„ხელისუფლებას, რომელიც გავრილოვისა და ჩვენი ქვეყნის მტრების გულის გასახარად მოქმედებს, დიდი დღე არ უწერია!“ - ასე ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მისჯას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მისჯის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მელიამ განაცხადა, რომ „დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯოდმარეს, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს ვიცე-პრემირი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
სენაკის საკრებულოს წევრმა, დათო ადამიამ და მისმა კომპანია - შპს „დაგიმ“ 2011 წლიდან დღემდე ჯამში 87 ტენდერი მოიგო. ასევე მიიღო 80 გამარტივებული შესყიდვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 6,779,143 ლარი შეადგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0059 პუნქტით გაუფასურდა.
მოკლედ, რომ იცოდეთ, ამ დროის მონაცემებით, გადაწყვეტილია ნიკა მელიას დაჭერა, ყოფილი ელჩი იან კელი ამ დრომდე ცდილობს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას, რამაც შეიძლება სიტუაცია შეცვალოს!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.