საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავდაცვის ძალების ოთხ სამხედრო მაღალჩინოსანს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა. ოფიცრებისთვის უმაღლესი წოდების მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად მოხდა.
მესტიის მუნიციპალიტეტში სურსათის დახმარების კამპანია გრძელდება. საკვები პროდუქტები და საახალწლო ნობათი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 700-მა ოჯახმა მიიღო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 დეკემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0079 პუნქტით გაუფასურდა.
არანაირი რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნები არ იქნება, რაც არ უნდა გადაწიონ თარიღი და მათი გადმოსახედიდან ჩვენთვის რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს წინადადება – 2022-ში, 2023-ში, 2024 წლის არჩევნებამდე თუ ასე შემდეგ, მმართველ გუნდში მსგავსი საკითხი კატეგორიულად არ განიხილება, რადან ეს ყვეელაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდა სინამდვილეში, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მესტიის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარება კვლავ გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მართლწესრიგის 40-მა ოფიცერმა დაიწყო მუშაობა.
სამინისტროს მუშაობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას, დავით ზალკალიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატურების მხარდაჭერის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა, სადაც 2020 წელს განხორციელებული პროექტების და 2021 წლისთვის განსახორციელებელი პროექტების ანგარიში წარადგინა.
29 დეკემბერს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით მიღწეულ შედეგებსა, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.