1846წ. ტფილისელები ძირითადად მაყალით თმებოდნენ, რომელი 1846 წლისთვის ათასობით იყო. ამიტომაც ქალაქი დღეში ათასამდე ,,ვიუკს“ (საქონელზე აქეთ-იქით გადაკიდებული ტვირთი, უდრიდა ორ ტომარას და წონით ერთი ფუთი იყო) მოიხმარდა 25 დან 40 ვერცხლის კაპიკამდე ღირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ა.ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში, ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, პარლამენტის წარმომადგენლებთანაც და მივიღეთ ამ მომენტისთვის ერთადერთი შესაძლებელი და გამართლებული გადაწყვეტილება – 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ლიბერთიმ თავისი მომხმარებლების, პარტნიორების, თანამშრომლებისა და მეგობრების სახელით საახალწლო საჩუქრები საქართველოს ყველა ბავშვთა სახლსა და მოხუცებულთა პანსიონატს გადასცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა და მათ ჩატარებული კვლევის „ინკლუზიური განათლება პანდემიამდე და პანდემიის პირობებში“ შედეგები გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა კვლევის შედეგები განიხილეს და საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
სამგორის რაიონის გამგეობამ წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. ასფალტის საფარი დაიგო ნაკადულის პირველ და მეორე გასასვლელებში, ასევე, მოწესრიგდა მიმდებარე ქუჩები. სამუშაოების დასკვნით ეტაპს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ და მასში შემავალი ქვედანაყოფების სამხედროებმა საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს. სამხედროები სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ და საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საახალწლო ნობათი გადასცეს.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 837 თბილისში, 367 იმერეთში, 125 კი აჭარაში გამოვლინდა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.