გლდანის რაიონში სკვერების და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ამჯერად, მეხუთე მიკრორაიონის N18 - N20 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 1 200 კვ.მეტრ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი და გარე განათების სისტემა მოეწყო. ასევე, დაიგო ფილები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, მათ შორის მოიცავს იმ თემებსაც, რაც დღეს არის პრობლემატური და კრიზისული საქართველოში, ანუ გაყალბებული არჩევენები, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას.
საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ღიმილისმომგვრელს უწოდებს და აცხადებს, რომ პომპეოს ვიზიტის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კოვიდ 19-ის ნეგატიური გავლენების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარმატებულად აფასებს და მხარს უჭერს ჩვენს სტრუქტურულ რეფორმებს, - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სსფ-ის მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის შეფასებისას.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს ვიზიტს, რომელიც 17-18 ნოემბერს შედგება, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოეხმაურა.
10 ნოემბერს, ისრაელის ელჩი რან გიდორი მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა. შეხვედრაზე მოხდა რეგიონის პოტენციალის გაცნობა და ისრაელის საელჩოსა და „Mashav“-თან (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) შესაძლო თანამშრომლობისა და პერსპექტივების განსაზღვრა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 13-23 ნოემბერს გაემგზავრება საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.