ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებში ხვალიდან ადგილზე მუშაობა დროებით შეჩერდება. 

სრულად...

დღეს, ლიბერთი ბანკსა და მაკ ჯორჯიას (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე ლიბერთი, ბანკის თანამშრომლებში მოხალისეების შერჩევასა და მაკ ჯორჯიას მიერ დაგეგმილი პროექტების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ლიბერთის თანადგომით, მაკ ჯორჯია ასევე განახორციელებს პროექტს - „მესტუმრე“, რომელიც პანსიონებში მცხოვრებ ხანდაზმულებთან ახალგაზრდების რეგულარულ კომუნიკაციასა და სოციალურ ინტერაქციას ისახავს მიზნად.

სრულად...

უპრეცენდენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციის – 2BaGoldMule შედეგად, რომელშიც ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულია კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სრულად...

დემოკრატიაზე, არჩევნების შედეგებზე თავდასხმა არის რუსეთის ინტერესებში, საზოგადოებას ვთხოვ, დაფიქრდეს, რას ემსახურებიან რადიკალური პარტიები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

სრულად...

არსებობს უბნების გადათვლის მზაობა მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, მათ შორის ოპოზიციიდან დანიშნული წევრები, - ასე უპასუხა მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნების რვა პროცენტის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი, რის გამოც უბნების შედეგების ხელახალ დათვლას ითხოვენ.

სრულად...

სულ ფეხებზე არ ჰკიდია საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველო, თუ თვითონ ქართველმა ხალხმა არ ამოიღო ხმა? – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

 

სრულად...

დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. 

სრულად...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებს, განსაკუთრებით კი ქონების მართვის სამსახურს სთხოვს, მოიძიოს ყველა შესაძლებლობა, რათა საპრივატიზაციო გეგმა შესრულდეს და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში არსებული დანაკლისი დაბალანსდეს. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი