საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება. მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება, სადაც სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.
საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხნოვნით საკრებულოში აქცია მიმდინარეობს, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს.
მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკაზე ჩვენი პოზიცია გვაქვს, მაგრამ ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში, აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება „დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებთან“.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა.
17-20 დეკემბერს თბილისში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური კონფერენცია, „ელჩების კონფერენცია 2019 – საქართველო – ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საერთო ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებისთვის”.
„ვაჟა გაფრინდაშვილი იმიტომ არის მაგარი კაცი, რომ ცხინვალის ხელისუფლების მიერ დაწესებული და 9 ნოემბრამდე „მოხატული საზღვარი“ გადღაბნა“, - ასე აფასებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ქმედებას ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ბონდო მძინარაშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, ტექსტილის მწარმოებლებთან ნაყოფიერი შეხვედრებიდან გამომდინარე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებს.
წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა რწმუნებათა სიგელი გადასცა რომის პაპ ფრანცისკეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.