დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, რომელიც გარდაცვლილი მოზარდის, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე იძულებითი ჩვენების მიცემის ბრალდებით არის დაკავებული, ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეშიც ფიგურირებს. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩებზე ასფალტის სამუშაოები ქვედა ფენებში დასრულებულია და რამდენიმე დღეში საავტომობილო მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე ასფალტის საფარისა და ტროტუარზე ქვაფენილის მოწყობა დასრულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა დავითულიანმა გააკეთა.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო, - პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია გარდაცვლილი მოზარდის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდება.
დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მასშტაბით, საახალწლო ბაზრობები ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტის შეწყვეტის პროცედურას "გადატრიალების მცდელობა" უწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის და EOD-ის ასეულის წარმომადგენლებისთვის „მასობრივი განადგურების იარაღის ტექნიკური კურსის“ მესამე ეტაპის კულმინაციური სწავლება დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.