„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დღეს, დილიდან 6 მარშრუტზე გავიდნენ. კერძოდ: N7-ზე - სოფელი დიღომი - მეტროსადგური „დიდუბე“, N12-ზე - დიდი ლილო - მეტროსადგური „ისანი“, N19-ზე - ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი - ზემო ფონიჭალა, N57-ზე - სამგორის ქუჩა - კრწანისის ქუჩა, N80-ზე - ორთაჭალის ქუჩა -ბარათაშვილის ქუჩა და N122-ზე - მუჯირიშვილის ქუჩა - სადგურის მოედანი.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელების პერსპექტივა არსებობს, რაც მნიშვნელოვანია, - განაცხადა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ქუჩაში გამოყვანით ბიძინა ივანიშვილს და მის მომხრეებს ჰგონიათ სამოქალაქო ომი იწყება, არა! ეს არის პროტესტი, სამოქალაქო ომი სხვანაირად არის, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას გუბაზ სანიკიძემ.
ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
რუსეთს უკვე 10 წელზე მეტია, არალეგალურად აქვს ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ეს არის საქართველოს ორი რეგიონი და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს წარმოადგენს, – განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა კრისტოფერ სმითმა კონგრესში, სადაც რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიპატიჟების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს და სპეცრაზმის წევრებს მოუწოდებს ემსახურონ ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, 2019 წლის 3 დეკემბერს, სტრასბურგის მთავარ საკონცერტო დარბაზში „Palais de la musique et des congrès” ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა.
30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემის კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, კანონპროექტი ე.წ. გერმანულ მოდელს გულისხმობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 დეკემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0054 პუნქტით გამყარდა.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ნიკა გვარამიას მიზანია ხელისუფლების დამხობა, რევოლუციური სცენარი, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.