საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა უახლოეს პერიოდში ანკარაში გაიმართება, - ამის შესახებ შეთანხმება საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრისას შედგა.
ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებას ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (31 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0035 პუნქტით გამყარდა.
წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ თქვა, რომ მეუფე პეტრეს განყენების შემდეგ, ის წამოხტა და პატრიარქთან ყვირილით მივარდა.
ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა, – აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განუცხადა.
რელიგიურობას რომ დავანებოთ, კაცობა მოითხოვდა, თუ რამის თქმა გინდა, მაშინ თქვი, ვიდრე თანამდებობაზე ხარ, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ის, რაც საზოგადოებამ დღეს იხილა, შოკისმომგვრელია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სსიპ ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად როსტომაშვილმა დიღომში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში მიმდინარე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კომპლექსის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს და შეაფასეს.
პაკისტანში, სამგზავრო მატარებელში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 73 ადამიაი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მატარებელი რეისს ყარაჩიდან რავალპინდის მიმართულებით ასრულებდა, როდესაც ხანძარი გაჩნდა.
წმინდა სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გათავისუფლების შესახებ, – განაცხადა წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, ჭყონდიდის უკვე ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.