გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 5 საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში შვედეთის ელჩთან, ულრიკ თიდესტრომთან ერთად, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე პარკში შვედეთ-საქართველოს მეგობრობის კუთხე გახსნა და სიმბოლურად ხე-მცენარეები დარგო.
მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წმინდა სინოდმა ის მამათმავლობის მხილების მოტივით გადააყენა.
წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან განაყენა. აღნიშნულის შესახებ მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველო “დემოკრატიათა თანამეგობრობის“ (Community of Democracies) მმართველი საბჭოს 30-ე წევრი ქვეყანა გახდა. ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრად საქართველო მიწვეულ იქნა პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით, როგორც წარმატებული დემოკრატიული რეფორმების განმახორციელებელი ქვეყანა.
დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირზე, არაყიშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედროები აშშ-დან საქართველოში გამთენიისას დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედროებს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ახლადდანიშნული უფროსი ბუბა ლომუაშვილი დახვდა, აშშ-ის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხობელმა მკლავჭიდელებმა (მწვრთნელი კობა თუთბერიძე) წარმატებით იასპარეზეს. მსოფლიო პირველობაზე საბა ლატარიამ (-15. 60კგ. ორგზის ჩემპიონი, ორივე მკლავით), საბა დანელიამ ( -15. 55 კგ. მარჯვენა მკლავი) დათუნა ჟიშკარიანმა ( -21 წლ. 60 კგ. მარჯვენა მკლავი) და გულადი ბუკიამ (მარჯვენა მკლავი) ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პირებისადმი კრიტიკით გამოდის და სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები „იმაზე კი არ ლაპარაკობენ, რა შემოსავალს მოუტანს ბიუჯეტს და შემდეგ ეს როგორ აისახება სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ხელფასებზე და პენსიებზე...“ არამედ იმაზე „რატომ უნდა გააკეთოს მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილმაო!“
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარია დღეს, ერთდღიან ოფიციალურ ვიზიტად, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ანკარაში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.