თბილისში, მუხიანის დასახლებაში ერთმანეთს 7 ავტომანქანა, მათ შორის ერთი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე მოხუცი ქალი ემსხვერპლა.
დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. უცნობია, რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ პოლონეთის ემიგრაციის სამსახურს ფარნაოზ ჭკადუასთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის თაობაზე ჩვენება მისცა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის 13 წარჩინებული მეათეკლასელი მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერით დააჯილდოვეს.
Twitter-მა გამოაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა პოლიტიკურ რეკლამას კრძალავს და აღნიშნა, რომ ამგვარ გზავნილებზე წვდომა „არა ყიდვით, არამედ დამსახურებით უნდა იყოს მიღწეული“.
ფესტივალში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით (სამსახურის უფროსი ჟორა სნხჩიანი) გაიმართა, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან მიწვეული სტუმრები, ახალგაზრდა კოლექტივები, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლე-ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
მინდა ყველას ვუთხრა ერთი რამ - საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ამ სიტყვებით მიმართა ორბელიანის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მიმდინარე პროექტების ზურგს უმაგრებს ახალგაზრდების დიდი არმია და თბილისის მოსახლეობა. მან მადლობა გადაუხადა თბილისელებს მხარდაჭერისთვის.
30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა 2019 წლის 21 ოქტომბერს, ლონდონში ხელმოწერილი „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების“ რატიფიცირება.
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ვაკის მაჟორიტარმა ბიძინა გეგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თბილისში რეკრეაციულ ზონებში მიწის ნაკვეთების გასხვისებისა და უკანონო მშენებლობების შესახებ ისაუბრა.
სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე და რადიო სადგურის დასახლების მიმდებარედ არსებულ ქუჩებზე ასფალტის საფარი იგება, ეწყობა გვერდულები და სანიაღვრე სისტემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.