ყველა ციხეში აღმოჩნდება, ვინც ეროვნულ სიმდიდრეს ამ შარაგზის ყაჩაღს აჩუქებს, - ასე გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ცენტრების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის (DVV international) ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო პროფესიულ და ზრდასრულთა განათლების გერმანულ კონცეფციას,არსებულ გამოცდილებას, კანონმდებლობასა და დაფინანსების პრინციპებს.
მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის საელჩოები და საკონსულოები დაიხურა. ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული ფაქტი ისრაელის საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს შორის არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მუნიციპალური განვითრების ფონდის დირექტორთან და ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
გვყავს კიდევ ერთი ინვესტორი, რომელსაც ჯერ არ გაუტანია ინტერესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან, ეს არის უმსხვილესი ამერიკული ფონდი, –განაცხადა„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა დეპუტატებთან შეხვედრაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ იკოთის მკვიდრ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას, რომელიც მისი განცხადებით უმთავრეს გამოწვევად რჩება. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მომხდარი მკაცრად დასაგმობია და შემთხვევის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო თანამეგობრობა. დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას აღნიშნული პრობლემისა მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის.
რამდენიმე საათის წინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა აღიარა თურქეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი და ამით სომხურმა სახელმწიფომ მიიღო სამუდამო ხელშეუხებლობის გარანტია. სომხური გენცოდი გრძელდებოდა რამდენიმე დღე, 1915 წელს, სამწუხარო შედეგებით. ქართველთა გენოციდი გრძელდება ათასწლეულები და ის ახლაც მიმდინარეობს გაგრაში, გალში, ტყვარჩელში, ლიახვში, ატოცში, ნიქოზში, ახალგორში, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
2019 წლის 9 თვეში, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში. ინფორმაციას შსს ავრცლებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლი იანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
„ბიძინა ივანიშვილი ახლა რუსეთში ნაშოვნი გაურკვეველი წარმოშობისა და პანამის ოფშორული კომპანიიდან შემოსული ფულით განაგრძობს კერძო სტრუქტურების ნგრევასა და ჯიბეში ჩადებას“, ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წყალტუბოს სრული რეაბილიტაციის თაობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.