საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში რუმინეთის ელჩს, რადუ ლივიუ ჰორუმბას უმასპინძლა.
იმ მომენტში რაც მჭირდა, ვერავინ მიხვდებით, დედამიწის ზურგზე ვერავინ მიხვდება. იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი და სიტყვა არ ეთქვა, - განაცხადა სასამართლო პროცესზე 65 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ნიჟარაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერ გრიგოლ იოსელიანთან ერთად ის ობიექტები დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაციაც იგეგმება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან, “ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, კიბოს სკრინინგის საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, ერონული სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით საკომუნიკაციო და სკრინინგ აქცია გაიმართა.
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 30 ოქტომბერს თბილისში მეათედ გაიმართება თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული. 31 ოქტომბრიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სფეროში მოღვაწე კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და რედაქტორები ეწვევიან.
ჩვენი სამართალდამცავი სისტემისთვის გამოწვევას წარმოადგენდა სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, თუმცა ვფიქრობთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედება, იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით და ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდასახელწიფოებრივი გზიდან სოფ. ჭოლაშის დამაკავშირებელ ხიდთან და სოფ. მაჯვდიერამდე ბეტონის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება, თუმცა გაზრდილი ჯარიმა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მუნიციპალური ავტობუსები ჩანაცვლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
საზოგადო მოღვაწისა და ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი, სენაკისა და რუსთავის შემდეგ, თბილისშიც განთავსდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება, - ასე უპასუხა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძე ჟურნალისტების შეკითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიება მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებების საფუძველზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.