საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0047 პუნქტით გაუფასურდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ნავპაკტის მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი მიიღო.
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მიკრორაიონის V კორპუსისმიმდებარედ არსებული დაზიანებული სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი და მერიის სხვა თანამდებობის პირები ვაჩიანი-ოკამის საავტომობილო გზის მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოებს გაეცნენ.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პატრულის თანამშრომლები დაშავდნენ. იფორრმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ნიდერლანდების სამეფოს ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა კონფედერაციის „VNO-NCW“ თავმჯდომარესთან ჰანს დე ბოერსთან შეხვედრა გამართა.
წყნეთში, ამილახვარის ქუჩის N21-ში სპორტული ცენტრი გაიხსნა, რომელიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან და ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს თავდაცვის ძალები 19 სექტემბერს სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული დღე სამხედრო მფრინავებს, ვეტერანებს შერეულ საავიაციო ბაზაზე მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებები უსურვა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ტრიუმფალური შედეგით დაბრუნდა.
საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით აფასებს გერმანიის მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და მზად არის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.