2020 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას ფინანსთა სამინისტრო პარლამენტში პირველი ოქტომბრისთვის შეიტანს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.
ორბელიანის მოედანზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ბადრი მაისურაძე, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმიტი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძე, ბრიტანეთის საბჭოს ფესტივალების და სეზონების დირექტორი რებეკა საიმორი და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი.
დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პირველი მოადგილის თანამდებობაზე იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა. რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა კი ლევან კიკნაველიძემ დაიკავა.
2020 წლის ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ პროგრამებზე იქნება აქცენტირებული, მათ შორის, ინიციატივა მზადდება პენსიებთან დაკავშირებითაც, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვასილ ბოდნარს.
ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხი მოსაწესრიგებელია, რადგან რეალურად გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავარი აქციზური საქონელი არ იბეგრება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როცა საუბარია სიღარიბეზე, უმუშევრობასა და სხვა პარამეტრებზე, რომლითაც ეკონომიკის შეფასება ხდება, ჩვენ გვაქვს გაცილებით ზუსტი მონაცემები, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „NDI“- ს კვლევებთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.