სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში, წმინდა ბარბარეს უბანში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
ყველა სახის კორუფციასთან ბრძოლა იქნება პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის, - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში თავისი პროგრამის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას.
15 სექტემბრისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტა და პარლამენტში მთავრობის დამტკიცების შესახებ მიმდინარე სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილება მიიღო.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა. მან „თვითერზე“ დაწერა, რომ კვირას დაგეგმილი ჰქონდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანთან და თალიბანის წამყვან ლიდერებთან შეხვედრა, მაგრამ გააუქმა აღნიშნული შეხვედრა თავის „კემპ დევიდის“ საპრეზიდენტო რეზიდენციაში მას შემდეგ, რაც თალიბანმა აღიარა, რომ ქაბულში ხუთშაბათს განხორციელებული თავდასხმა, რამაც 12 ადამიანის, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, მან განახორციელა.
პროკურატურა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილისთვის 50 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას მოითხოვს, – აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
როგორც კი აქცია გახდა ძალადობრივი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მითითებით, რომ დაეტოვებინათ პარლამენტის ტერიტორია, - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას.
გლდანის რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები ილორის ქუჩა N2 და უწერის ქუჩა N11 კორპუსების მიმდებარედ ჩატარდა.
ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული უკანონო და პროვოკაციული მოვლენების ფონზე, როგორიც იყო ხელოვნური ბარიერების აღმართვა საქართველოს მოქალაქეების დაკავება, თუ საოკუპაციო ხაზთან ძალების მობილიზება, რასაც თან სდევდა ულტიმატუმების წაყენება და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ — საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას საოკუპაციო რეჟიმის ძალების მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავების, ე.წ. „საზღვრის“ ნიშნის განთავსების და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყების გამო, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირის შეწყალების თაობაზე განმარტებას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. „ფეისბუქით“ გავრცელებულ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.