საქართველოში კლასიკური მუსიკის XI საერთაშორისო ფესტივალ ”ღამის სერენადები”-ს ფარგლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საღამოზე ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა მსოფლიო კლასიკის შედევრები შეასრულეს.

 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი სამუშაო დღე დილის 9 საათზე დაიწყო. მას უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

სრულად...

აღნიშნული არჩევნები, გარდა იმისა რომ არის უკანონო, მას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, არც იურიდიული, არც პოლიტიკური და არც მორალური, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

 

სრულად...

აჭარის „ნაციონალური მოძრაობისაგან“ გაწმენდის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში“ პირდაპირი ჩართვისას უპასუხა და თქვა, რომ რიჟვაძემ ეს პროცესი მამით უნდა დაიწყოს.

სრულად...

„ყველა ფორმატი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნა არის მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა იყოს რას შეიძლება პრიორიტეტული და ამ მიმართულებით ჩვენი ქმედებები იქნება შეუქცევადი და ამ ნაბიჯებს ჩვენ მომავალშიც აქტიურად გადავდგამთ.“-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტირებისას განაცხადა.

სრულად...

8 - 11 სექტემბერს, საქართველოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ეწვევა.

 

სრულად...

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის გირაო შეუფარდა, აცხადებს, რომ დიდი ფიქრის და განსჯის შემდეგ გადაწყვიტა გირაოს თანხა თავად გადაიხადოს.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლახან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნების დალოდება არ არის მიზანშეწონილი და ახლა ივანიშვილის და მისი მთავრობის წინააღმდეგ მოქმედების დროა - „წინააღმდეგობის მოძრაობის“ შექმნით, რომელშიც, სააკაშვილის თქმით, თავადაც აქტიურად არის ჩართული.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ „ივანიშვილმა გაიფორმა რა გახარიას მთავრობა, ამით სრულიად საქართველოს განუცხადა, რომ ის მზადაა „სისხლით და მახვილით“ შეინარჩუნოს ძალაუფლება“.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა, რომ უწყებაში, რომელიც მისთვის კარგად არის ნაცნობი, ძირეულ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი