ხვალ, 10 სექტემბერს, 11:00 საათზე, მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე, ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
„ამხანაგი ვოლსკი ცდილობს, საზოგადოებას თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წლების განმავლობაში საბჭოთა სოციალისტური საქართველოს რაიონული, საქალაქო და ცენტრალური პარტიული ორგანიზაციების პოლიტ-ინსტრუქტორი სხვა გია ვოლსკი ყოფილიყო. ამხანაგ ვოლსკის, 1984-დან 1990 წლამდე «მოღვაწეობის» პერიოდი საპარლამენტო ბიოგრაფიაში არ აქვს მითითებული და გამოტოვებული აქვს“, აცხადებს „მებრძოლთა ლიგის“ დამფუძნებელი ბადრი შელია.
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც მოსახლეობას კანდელაკის ქუჩის გადაკეტივის შესახებ აფრთხილებს.
მიმდინარე წელს ხონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. როგორც მუნციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე ამბობს, პროექტები საზოგადოების ყველა სეგმენტს ეხება.
„ქართველმა კანონმდებლებმა პრემიერ მინისტრის პოსტზე ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია დაამტკიცეს. ის ცნობილია ანტისამთავრობო დემონსტრაციის სასტიკი დარბევით. აქციის მონაწილეების უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ“, - წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. ფინალში ბაღდათის მუნიციპალიტეტმა სამტრედიის გუნდი 2:0 დაამარცხა და რეგიონის მასშტაბით პირველობა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0064 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს 2019 წლის 8 სექტემბერს მთიან ყარაბაღში გამართულ ე.წ. "ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს“ და მათ შედეგებს.
9 სექტემბერს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოფიციალურად გაიხსნა ქართული ხელნაწერების გამოფენა „ვეფხისტყაოსანი - ევროპა და აზია ერთ წიგნში“.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.