„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმთან ერთად, არავის ისეთი ზიანი არ მოუყენებია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის პირადად, როგორც „რუსთავი 2“ -ს (როცა მიზანმიმართულად მესხმოდა წლების განმავლობაში თავს და ათას სისაძაგლეს გვაბრალებდა), არავითარი რევანშის და ნიშნის მოგების სურვილი არა მაქვს!“ - ასე ეხმაურება დეპუტატი ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ის გარშემო შექმნილ ვითარებას.
გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ სამხარაულის ეროვნულ ექსპერტიზაში წარდგენილ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია და „სამხარაული უარს ამბობს სასურველ დასკვნაზე“.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი და ამავე ა(ა)იპ-ის ბუღალტერი ანჟელიკა პუტულიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია „ფარვანა“ ავრცელებს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო.
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მოქმედმა თანამშრომელმა გადაწყვიტა ამხილოს პარტია, რომელიც დღეს საქართველოს მართავს.
ახალციხის მუნციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ ქალაქის ბიუჯეტიდან საკუთარ კომპანიებს 528 ათას 123 ლარი გადაურიცხა.
"სიცრუეა, თითქოს დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორია გამოყენებული იქნება სამშენებლო მიმართულებით ან ავტოსადგომების მოსაწყობად. ეს ტერიტორია იქნება მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებელი სივრცე" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ აღმაშენებლის ხეივანში, დიღმის ტყე-პარკის მომიჯნავედ მდებარე "კია მოტორსის" ცენტრის ტერიტორიის დათვალიერებისას განაცხადა, რომლის ადგილზე ახლო მომავალში თანამედროვე ტიპის დასასვენებელი სივრცე, ე.წ. ორანჟერეა აშენდება.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია წარდგენილი, გაყალბებულია და მასზე ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილი არ არის.
სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ, - აცხადებს „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-დან გამარჯვებული წავიდა.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს და მთავარი საგამოძიებო უწყებისაგან პასუხს ითხოვს, დაიკითხება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ „რუსთავი 2“ ყოველთვის მის საკუთრებას წარმოადგენდა და ქიბარ ხალვაში იყო „ნომინალური ფიგურა, ხელის ბიჭი და ფიგარო, გასაქცევად აქეთ-იქით“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.