საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში), ირაკლი ყურაშვილმა ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფოს პრეზიდენტს, ევო მორალესს რწმუნებათა სიგელები გადასცა .
მესტიის მუნიციპალიტეტში სივრცითი მოწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის, სამთო ინდუსტრიის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების საკითხებს.
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში წყალდიდობას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ბავშვია. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 ივლისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0091 პუნქტით გამყარდა.
„ჩვენ მოვიწვევთ გლობალურ მოთამაშეებს ICT სფეროში, რომლებიც გადაამზადებენ საქართველოს 3000 მოქალაქეს, რომ ისინი გახდნენ მაღალი დონის პროფესიონალები, თამამად ჩაერთონ გლობალურ გამოწვევებში, შევიდნენ და გახდნენ სრულყოფილი მონაწილეები საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე, რითაც ძალიან დიდ წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.“ -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,ნიკოლოზ ალავიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განუცხადა.
ნატოს სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კოლინ კილრეინი საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინდოეთის ექსპორტის ორგანიზაციათა ფედერაციის და ინდოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივ დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავს საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონში 2020 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროგრამები განიხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ა.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოში თხილის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა საერთაშორისო აგრარული კომპანიის „OLAM“ საქართველოში წარმომადგენელთან, უფუკ ოზუნგუნთან გამართულ შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.