ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

 

სრულად...

,,ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ევროპული კომპანიები  ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა ტიპის პროექტებში” - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა.

 

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტში სივრცითი მოწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის, სამთო ინდუსტრიის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის და  კომუნიკაციების საკითხებს.  გენერალურ გეგმაში ასევე, გათვალისწინებულია მოქმედი და ახალი სამთო- სათხილამურო კურორტების მაქსიმალურად გამოყენება.  მომზადდა დეტალური ზონირებული რუკები.

სრულად...

დედაქალაქის მერმა სიცრუე უწოდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით 18 წლის მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს, თითქოს, კახა კალაძე აფინანსებს. მისი განმარტებით, ყველა დაზარალებულის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ დააფინანსა.

სრულად...

საქართველოს გენერალური პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მუხლები გადააკვალიფიცირა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გაგრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

სრულად...

სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული ხიდი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გახსნა.

სრულად...

საბურთალოს რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მეორე კვარტალში 43 სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 732 060 ლარი დაიხარჯა.

სრულად...

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი თბილისში, ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

სრულად...

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 243 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო, რომელიც აშშ-ის საელჩოში გაიმართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი