თბილისის ტექნოპარკში გლობალური სასწავლო პროგრამა Leadx Change - ზე სიმულაციურ ნაწილში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სიტყვით გამოვიდა და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ტოტალურ თავდაცვაზე ისაუბრა.
წყალტუბოში მუნიციპალიტეტის მერიაში პოლონეთის ველიკოპოლსკას რეგიონული პარლამენტის (სეიმეკის) დელეგაცია იმყოფებოდა. სტუმრებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე შეხვდნენ და მომავალი თანამშრომლობისა და გამოცდილებათა გაზიარების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.
სუდანის სამხედრო საბჭომ ოპოზიციასთან კონსენსუსს მიაღწა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამხრეთ კალიფორნიაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა მოხდა, რამაც დაზიანებები და ხანძრები გამოიწვია. 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ლოს ანჯელესიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 240 კილომეტრში მდებარე ქალაქი რიჯკრესტი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა შესახებ ვიდეოკადრებს ავრცელებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის წლევანდელ გათამაშებას მეორე წრიდან გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ დანიელ ევანსთან 3 სეტში დამარცხდა.
ევანსი შესანიშნავ სათამაშო ფორმაშია და ბოლო ერთ თვეში ბალახზე ჩატარებული 16 მატჩიდან 14 თავის სასარგებლოდ დაასრულა. დღევანდელი შეხვედრის საწყისი ორი სეტიც დამაჯერებლად მოიგო, მესამე პარტიაში კი მატჩზე ჩაწოდებისას გეიმი დაკარგა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 32307 ლარს შეადგენს.
საქართველოსა და სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა, რომელიც 3-4 ივლისს თბილისში გაიმართა, ოქმის ორმხრივი ხელმოწერით დასრულდა. დოკუმენტს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ნემანია სტევანოვიჩმა ხელი მოაწერეს.
ქართველი მორაგბე რეზი ბროძელი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ მორაგბეები, რომლებსაც თბილისში გამართული აქციების სოლიდარობისთვის რუსეთში, მოსკოვის "სლავას" სარაგბო კლუბმა კონტრაქტი გაუწყვიტა, კლუბში დააბრუნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.