თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 1 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, 06:00 საათიდან 20:00 საათამდე 5 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორი კორეის გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. ტრამპი ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ფეხი ჩრდილოეთ კორეის მიწაზე დაადგა.
სააკშვილს მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ მისი მმართველობის პერიოდში დაიბადა და ჩამოყალიბდა - „მიშას თაობა!“ სამწუხაროდ, 7 წლის მანძილზე „ქ/ოცნების“ ახალგაზრდული პოლიტიკის არარსებობის გამო, სააკაშვილმა და მისმა „ნაცმოძრაობამ“ შეძლო თავისი გავლენა შეენარჩუნებინა და გაეღრმავებინა ქართველი ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილზე, რაც აშკარად ჩანს ამ დღეებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე!
„ქართული ოცნების“ მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით დანულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარების ინიციატივის გახმოვანების შემდეგ, პარტია „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას გამართავს.
დღეის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში რჩება აქციაზე დაშავებული ექვსი პაციენტი, მათ შორის სამი განაგრძობს მკურნალობას „რეგიონალურ ჰოსპიტალში“, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის დაკეტვის საკითხს ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე დააყენებს, სადაც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინონ კონსტრუქციულობა და შეწყვიტონ ისეთი სახის ქმედებები, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
თბილისის მერმა გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მის განხორციელებაში ჩართულ ყველა პირს.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დაარსებიდან სამი წელი შესრულდა. ამ დროის განმავლობაში სკოლამ უსაფრთხოების სექტორის 3677 პირი გადაამზადა და უწყებათაშორის თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ბათუმის საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, გიორგი დიასამიძეს თავს დაესხნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.