ამერიკა საქართველოს გვერდით იდგა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე და დღეს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ორპარტიული თანამშრომლობის ჩათვლით, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნისას.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფ.საირმისა და სოფ.ლაცორიას საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა საკრებულოს სხდომაზე, განიხილა მიღწეული წარმატებები და ისაუბრა პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებზე.
ონის მუნიციპალიტეტში ორი უმნიშვნელოვანესი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება - ინტენსიურად მიმდინარეობს ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზისა და ონი-ირის საავტომობილო გზის მშენებლობა, რაზეც ჯამში ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება.
2018 წელს საქართველოს პარლამეტმა მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, თუმცა სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვა კვლავ პრობლემად რჩება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ცენტრთან არსებული სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე პრემიერით წარსდგა. შადიმან შამანაძის 1983 წელს დაწერილი პიესა „ღია შუშაბანდი“ 36 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და დღესაც ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახის ამბავს გვიყვება.
თეიმურაზ კობახიძის სახელობის წყალტუბოს სამუსიკო სკოლამ რაჭაში, ფესტივალზე „სახიობა 2019“ -ზე მიიღო მონაწილეობა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და ა(ა)ი.პ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მმართველმა გიორგი იობიძემ კოპიტნარის დასახლებაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
დღეს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის მესამე მოადგილე დაინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.