პირველი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა კოტე აფხაზისა და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება.
„ჩატარებული კვლევების შედეგად, თბილისში, მდინარე ვარაზისხევის ზედა ნაწილზე, ასევე ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე გავაჩერეთ ყველა სამშენებლო ნებართვები, რომელიც იყო გამზადებული“, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტსა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს მნიშვნელოვნად აფასებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე, წავახალისე საქართველოს მიმდინარე მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშულთან ეფექტიანი ბრძოლა. ამჯერად, სამინისტრომ გამოავლინა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ერთ-ერთი კომპანია 136 ათასი ლარით დააზარალა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს, რაც „დაიცავს მას რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენისგან - ის მოჩვენებითი მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ“.
წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები - თეიმურაზ ბ, მიხეილ ჯ. და გოგი მ. დააკავეს.
4.4 - კილომეტრიანი გზის მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 532 ათას ლარს შეადგენს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. როგორც კი ჩამოვალ საქართველოში, მომდევნო კვირას გვექნება მთავრობის სხდომა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ანაკლიის პორტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
ონის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად, სოფელ შეუბანში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შესრულებული სამუშაოები მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.