აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ლინდსი გრემი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებასა და საქართველოს მხარდაჭერას აშშ-ისთვის მნიშვნელოვან ოპერაციებში მაღალ შეფასებას აძლევს.
საქართველომ საკუთარ მაგალითზე იცის, რამდენად მნიშვნელოვანია შეკავების პოლიტიკა, თავდაცვის ძლიერი სისტემა და უმაღლესი კატეგორიის პროფესიული უნარები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველომ იბრძოლა, რათა შეენარჩუნებინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის აგრესიის, მისი უკანონო ოკუპაციის, ცეცხლის შეწყვეტის შეუსრულებლობის პირისპირ. რუსეთის აგრესია არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვამაყობთ ჩვენი სამხედრო საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამის დახმარებით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ფილიპო გრანდისთან შეხვედრაზე დევნილთა და ლტოლვილთა საკითხები განიხილა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელე საქართველოს ეწვევა, აღნიშნული განცხადება მიშელ ბაშელემ დღეს ჟენევაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. 12 ივნისს, ქალაქი გაბალა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გაიმართება.
ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ტოროშელიძე-ორჯონიკიძისა და ბარაკონის ქუჩებზე, 3000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი იგება.
დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი და ათასობით სხვა უმწეო მდგომარეობაშია დარჩენილი მას შემდეგ, რაც სამხრეთ ჩინეთში რეკორდულად უხვი ნალექი მოვიდა წვიმის სახით, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 ივნისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.