თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესთან ერთად სოფ. ზედა საზანოში იმყოფებოდა, სადაც მდ. ძუსაზე რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიაში განახლების მეორე ტალღაა საჭირო და განახლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება საპარლამენტო არჩევნებს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და ვლადიმირ ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან ურთიერთობა გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე ზელენსკის გადაწყვეტილებების შეფასება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა მრავალ საუკუნეს ითვლის.

სრულად...

მისალოც წერილში, რომელიც მამუკა ბახტაძემ სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს გაუგზავნა ხაზგასმულია ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა.

სრულად...

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჯინჭვისში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მოინახულა.

სრულად...

თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ რამდენიმე რაიონი დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გლდანი-ნაძალადევის რაიონში.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ განაცხადა, რომ ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში აღდგება სამართლიანობა და მათ შორის საქართველოშიც.

სრულად...

ხვალ, დღის მეორე ნახევარში ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი, სადაც ვსწავლობდი, ვმსახურობდი არმიაში, სადაც ბევრი მიბრძოლია და ციხეშიც კი ვმჯდარვარ, აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა და განაცხადა: „მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის! დიდება უკრაინას!“

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი