ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამხედრო პოლიციის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, „ლიდერობისა და ეთიკის“ კურსი იმართება. კურსი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების საშუალო და დაბალი სამეთაურო რგოლისთვის არის განკუთვნილი და მას ნატოს სამხედრო პოლიციის განვითარების ცენტრის ინსტრუქტორები უძღვებიან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
ქალაქ ონში, ბერშევას სახელობის პარკის ტერიტორიაზე სამშენებლო და მყარი ნარჩენებისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 მაისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0065 პუნქტით გაუფასურდა.
დიდუბის რაიონის გამგეობამ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისთვის დიდუბესა და დიღმის მასივში დამატებით, ათი სავარჯიშო სივრცე მოაწყო.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს მისალოც წერილს უგზავნის, სადაც ის საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკას პროექტის - „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში ქართველი პოეტები და მწერლები ესტუმრნენ.
ტოლობის ნიშანი დასვით რუსეთს და აზერბაიჯანს შორის და გადაწყვიტეთ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გზით აზერბაიჯანზე ზეწოლა მოგეხდინათ და რა გინდოდათ, რომ ამას პოლიტიკური შედეგი არ ექნებოდა? - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე მმართველ პოლიტიკურ უმრავლესობას.
„საოცრება ხდება ჩვენ თვალწინ. ასეთი გამრუდებული სარკეების ქვეყანაში ვცხოვრობთ. ვითომ იცავენ აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების პრინციპებს“, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ.
ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავე დროს აზერბაიჯანს და მას აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას, აცხადებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.