სამწუხაროა ჩემთვის, რომ ბატონი შავგულიძე შეუერთდა მკვლელების - „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ კორპორაციას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.
„გვიხარია და ყველას ვულოცავთ, რომ ესკრიზისული სიტუაცია მშვიდობიანად არისდარეგულირებული. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს საერთო გამარჯვებაა დაშეთანხმება შედგა პირველ რიგშიჭიათურლებსა და კომპანიას შორის - ესმათი ერთობლივი თვითშეგნების, მათი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგია“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან მოლაპარაკებების შემდეგ.
ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს, მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი ადგილზე გაეცნენ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მზადყოფნა გამოხატა იყოს შუამავალი საქართველოს და აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკებებში გარეჯის საკითხზე, რათა საბოლოოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სანდრა რულოვსმა დაანონსეს, რომ არეულობით მივიდოდნენ ბატონი ივანიშვილის სასახლესთან. ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაბედავს, თავში გაიაზრებს, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ რაიმე ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ აზრს ან ქმედებას, იქნება უმკაცრესად დასჯილი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვინ არიან ის სამხედროები, რომლებმაც ქალაქ რუსთავში სამოქალაქო გმირობა გვიჩვენეს? გაიცანით სამხედრო მოსამსახურეები: კაპიტანი ალექსანდრე ჯანიაშვილი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი მუსელიანი და კაპრალი დავით კვიწინაძე. სამხედროებმა ალმოდებული კორპუსიდან მეხანძრეებთან და პოლიციელებთან ერთად მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.
ავსტრიის პარლამენტმა სპეციალურ სესიაზე, უნდობლობის კენჭისყრისას, კანცლერ სებასტიან კურცის და მისი მთავრობის ძალაუფლების სადავებიიდან ჩამოცილებას მხარი დაუჭირა.
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში ღონისძიება ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.