უკრაინაში მტაცებელ რუსეთთან ომში გმირულად დაღუპული ქართველების დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის, ადრე თუ გვიან "სამართალი პურსა სჭამს" და საქართველოში ყველას მოეკითხება, ვინც დღეს ქართველი ვაჟკაცების გაღებულ სიცოცხლეს შესაბამის პატივს არ მიაგებს, რადგან:“მოძმეთა სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს”!!!
მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის ტერიტორიულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებაა 2 130 434 (ორი მილიონ ას ოცდაათი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი) ლარი.
ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაავადებას ბრჭყალებში ალბათ, ასე ჰქვია, რომ მას აქვს ადეკვატურობის პრობლემა საკუთარ საქციელთან წარსულში და სასჯელთან, რომელიც მას დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიუსაჯა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას, აქვს თავისი საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიოტრიბზე თავისი ძალები განალაგოს, ან და ექსპანსიას და რაღაც თავის იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილ მედიკოსთა ჯგუფის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს, თამარ დავარაშვილს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტებს, ვერა ბერგკამპსა და იან ბრუინს შეხვდა.
ქალაქ ახალქალაქში ჩატარდა მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. შეჯიბრებაში მონაწილეობდა 70 სპორტსმენი. ორთაბრძოლა გაიმართა თავისუფალი ჭიდაობის თორმეტ სხვადასხვა კატეგორიაში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანაშემწეს, ელჩ სანდრა მაკკარდელს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს კანადასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები შესაძლებლობების გაძლიერებისა და ურთიერთთავსებადობის განმტკიცების კუთხით.
აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ეს სოლიდარობა სხვა ფორმით გამოხატონ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ორი მნიშვნელოვანი კოდექსი გამოგვაქვს დღეს მთავრობის სხდომაზე, პირველი, მინდა ვთქვა, ეს არის პენიტენციური კოდექსი და ბატონ რატის მინდა, მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.