„დღეს ჩვენ ვიწყებთ მზადებას ჩვენი ქვეყნის გადამწყვეტი ეტაპისათვის. ვიწყებთ საყოველთაო მობილიზაციას და გაერთიანებას საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე ნიკა მელიამ.
„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულის მერობის კანდიდატად ახმედ იმამყულიევი წარადგინა. დავით ბაქრაძემ მარნეულში განაცხადა, რომ მათი მიზანია „ყოველგვარი არეულობის გარეშე ხელისუფლების შეცვლა“.
თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქალაქ დუშეთის ისტორიული უბანში მიმდინარე სამუშაოები ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად მოინახულა.
100-ზე მეტი ადამიანია მოკლული ცენტრალურ მალიში სოფელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. შეიარაღებულმა მამაკაცებმა ქვეყნის მოპტის რეგიონში მდებარე სოფელი ოგოსაგოუ ალყაში მოაქციეს ვიდრე თავიანთ სახლებში მყოფ ადამიანებს თავს დაესხმებოდნენ.
საქართველო-შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის „დინამო არენაზე" საფეხბურთო მატჩი დასრულდა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშები დაიწყო.
საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა. იენს სტოლტენბერგი საქართველოში ხვალ, 24 მარტს ჩამოვა.
რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.
ტუბერკულოზის კვირეულის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალის ინიციატივით, ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.