„გვექნება სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ავსახოთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები საბოლოო ჯამში, კანონპროექტში. ამიტომ, აქ სპეკულაციებისთვის რეალურად სივრცე არ არის“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის, ჭონქაძის და ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, შიდა გზების დაზიანებულ მონაკვეთებზე მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გაუფასურდა.
,,ბიძინა ივანიშვილს ჰყავს კადრები, რომლებიც ძალიან პრეტენზიულები და ამბიციურები არიან, მაგრამ ამავდროულად უვიცები", აღნიშნული განცხადება ,,დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ გააკეთა.
„იენს სტოლტენბერგის სტუმრობა ცხადყოფს ნატოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ და ინტეგრაციის პროცესის მიმართ“, ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს საქართველოში.
ნინო ბურჯანაძე რომ იყოს ხელისუფლებაში, რუსეთთანაც დალაგებული გვექნებოდა ურთიერთობა და საოკუპაციო ხაზთან შარვლის ჩახდა არ დასჭირდებოდა ზოგიერთებს, აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის „ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე.
25 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე - დიმიტრი საყვარელიძე წარუდგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.
საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
უპირველეს ყოვლისა, ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს მის მიერ „სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან, იმიტომ, რომ ეს ორივე რეგიონი არის საქართველოს ნაწილი, საერთაშორისოდ აღიარებულის საზღვრების ფარგლებში, აღნიშნული განცხადება საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.