საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

27-28 მარტს, საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან.

სრულად...

ხაშურში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევის დროს, რომელიც რუსთაველის გამზირზე, სილამაზის სალონში მოხდა, 33 წლის ქალს მამაკაცმა დანა ექვსჯერ დაარტყა.

სრულად...

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება.

სრულად...

„ბოლო 15-20 წლის მანძილზე რაც შენდება, ძალიან დიდი ნაწილი ოღრო-ჩოღროდაა აშენებული, რაც საფრთხის შემცველია. მშენებელთა დიდ ნაწილს (მეგობარ მშენებლებს ნუ ეწყინებათ, მათ არ ეხებათ) არ შეუძლიათ საყრდენი ბოძების ვერტიკალურად ჩასხმა, არც თარაზო აქვთ, არც თანამედროვე ტექნიკური საშუალებები...“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

სრულად...

სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიშის თანახმად, რომელიც კვირას კონგრესს გადაეცა, პრეზიდენტ ტრამპის კამპანია 2016 წლის არჩევნებზე არ ყოფილა ფარულ გარიგებაში რუსეთთან. ანგარიშში არ არის დასკვნა გამოტანილი იმის თაობაზე, შეუშალა თუ არა ტრამპმა ხელი არაკანონიერად მართლმსაჯულებას - ბრალდებისგან გათავისუფლებულიყო პრეზიდენტი.

სრულად...

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ეწვია.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ პარტიის რიგით მე-8 ყრილობაზე შეკრებილმა დელეგატებმა გრიგოლ ვაშაძე ელექტრონული კენჭისყრის გზით, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

სრულად...

„მესამე პრეზიდენტის ვითომ მოლოდინი და იმის ჩამოსვლის მოლოდინი უკვე უსაქმურობის გამამართლებელ საბუთად არავისგან არ მიიღება“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ „ამ სახელოვანი პარტიის თავმჯდომარის კანდიდატის პოსტზე“ აღმოჩნდებოდა.

სრულად...

„ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, გვაახლოებს საქართველოს განადგურებას და ქვეყნის აღსასრულს“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პირდაპირი ჩართვისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი