შეერთებული შტატების მხარდაჭერილმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ 5-წლიანი „ხალიფატი“ დასრულებულია მას შემდეგ, რაც სირიაში აღნიშნული დაჯგუფების მებრძოლები დამარცხდნენ.

სრულად...

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ გარემოსთვის მიყენებული 243 980 ლარის ზიანის გამო ტყის ყოფილი მცველი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული მ.წ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

სრულად...

„მე ვამბობ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად: მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არ გამიგზავნია“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „პირველებში“.

სრულად...

გამოძიების დასადგენი საკითხია ჩაიყვანეს თუ არა ლევან ყიფიანი სარდაფში და ეს გამოძიება შეიძლება გაგრძელდეს იმდენ ხანს, „რამდენი ფორმალური იურიდიული საფუძველიც ამ გამოძიების არსებობს“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „პირველებში“.

სრულად...

ერაყის რესპუბლიკის ქ. მოსულთან ახლოს, მდინარე ტიგროსზე ბორანის ჩაძირვის შედეგად 94 ადამიანი დაიღუპა. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ბორანზე დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან გასცა ბრძანება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახლახან დაწესებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებს.

სრულად...

წყალტუბოში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები მიიღო და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 

სრულად...

22 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სრულად...

2019 წლის მაისის თვეში საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა. ხელფასების ზრდა დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც ისე, რომ 2021-2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი წარმოადგენდეს 1500-1800 ლარს. ხელფასების ზრდა, პედაგოგების გარდა, შეეხებათ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი