ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია, აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა.
ონის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
„2019 წელს გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები პარლამენტისა და მისი აპარატის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რისთვისაც უკვე დასახულია კარგად გააზრებული გეგმა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას.
„პარლამენტი მიმდინარე წელს განახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით, რაც ჩვენი სახელმწიფოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების აუცილებელი პირობაა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მერიის სამსახურების ხელმძღვნელები ესწრებოდნენ.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების კვალდაკვალ, უწინდებურად რჩება ქართული სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგაზაფხულო სესიაზე, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო.
მესტიის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასახლებებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. 2019 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მესტიის მუნიციპალიტეტისთვის სულ გათვალისწინებულია 782 000 ათასი ლარი.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლუხვანოში, ზარაგულაში, გვესოში, ჭალისთავში, დოღურაშსა და ლასხანაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები ჩატარდა.
2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული გაზრდილია, აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ,, ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.