„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ კრებებს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩხუტელსა და ქვედა ცაგერში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება კონგრესის მხრიდან საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერის გამო, რაც გამოიხატა არაერთ საკანონმდებლო აქტისა თუ რეზოლუციის ინიცირებითა და დამტკიცებით.
ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშეს შტაბის ბიუროს ხელმძღვანელი, მასტერ სერჟანტი, ვლადიმირ კნაუბი დახვდნენ.
საერთოდ, ჯობია, რა თქმა უნდა, რომ გუნდის მთლიანობა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ ვისაც არ აქვს სურვილი, ძალით ვერ დააკავებ, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ უმრავლესობის მორიგი სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყო.
ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს.
დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის არჩევას ეხმაურება.
ოპონენტებთან ორწლიანი მძაფრი ურთიერთობების შემდეგ, სამშაბათ ღამით ტრამპმა გაიმეორა მოწოდებები პოლიტიკური ერთიანობისადმი, ისევე როგორც ეს მან წინა წლებში კონგრესში ორჯერ გამოსვლის დროსაც გააკეთა. „ერთად ჩვენ შეიძლება გავარღვიოთ ათწლეულების განმავლობაში არსებული პოლიტიკური ჩიხი. ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ ძველი დაპირისპირებები, ვუმკურნალოთ ძველ ჭრილობებს, ავაშენოთ ახალი კოალიციები“, განაცხადა მან.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბოლო დროს გავრცელებულ დეზიინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა, პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 11:00 საათზეა ჩანიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.