თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით ბიუროს სხდომა გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გამყარდა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები ჩატარდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზუბში, ჩქუმში, ქულბაქში, წიფერჩში, ბარდნალასა და ლარჩვალში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ოჯახური და ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს.
ხობის მერიაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დაგეგმილი დასახლებების საერთო კრებებისა და ამომრჩეველთან კონსულტაციის ორგანიზებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა დასახლების კრების და ამომრჩეველთან კონსულტაციის პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
„პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე წარვდგები პარლამენტის 2018 წლის ანგარიშით და ვისაუბრებ 2019 წლის გეგმებზე. ამ ტრადიციით, რომელსაც ჩავუყარეთ საფუძველი, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა უკეთ გაეცნოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას.
დღევანდელმა განცხადებამ ნამდვილად გამაკვირვა, ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები ჩატარდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ისუნდერში, მახურაში, ოყურეშსა და ოფიტარაში.
თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ვაკის და ვარკეთილის მედიათეკებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.