სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ “youtube”-ზე ატვირთა და ამ გზით გაავრცელა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება გრძელდება.
„ივანიშვილმა ვერ მოგცათ პური და ახლა გაძლევთ სანახაობას და როგორ სანახაობას? ყველაზე ბინძურ სანახაობას, რაც შეიძლება იყოს - ადამიანის პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟს“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე კომენტირებისას.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „სრულიად სოლიდარულია ბესელიასადმი“, მაგრამ მის მიმართ სიმპათიით ვერ იქნება განწყობილი, რადგან „ამ სრულიად ნამუსგარეცხილ ქალს“ „არ აპატიებს სპეცრაზმელი დემურიას სიკვდილს“.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას თქვა: „ჩვენ ვიკრიბებით 10 თებერვალს ლიეჟში, ბელგიაში - ბელგიაში, ევროპის ცენტრში, ათასობით ადამიანი ჩამოდის, გვექნება განხილვები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის საქართველოს ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების თემებზე. მე ვიცი, რომ ძალიან სერიოზული გეგემები აქვს ოპოზიციას თბილისში. მოკლედ, არ შეიძლება ახლა არმოქმდება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ხვალ, 2 თებერვალს, უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება.
სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის ცენტრალურ-დასავლეთ შტატებზე პოლარული ციკლონის თავზე დატყდომის შედეგად. აღნიშნულ შტატებში ასეთი საშინელი ყინვები ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. ათონელის სასახლეში შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე მსჯელობის მიზნით შედგა, თუმცა, პრეზიდენტმა დარბაზი მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დატოვა.
1-ელ თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება, ეს თარიღი მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.